რთულია თბილისში ველოსიპდით მოძრაობა?

რთულია თბილისში ველოსიპდით მოძრაობა? ჩემთვის ძალიან რთული იყო 10 წლის წინ, ბავშვობის მერე პირველად რომ წამოვიყვანე მაღაზიიდან ველოსიპედი ქალაქში. გზიდანვე წავედი მეორე მაღაზიაში და ვიყიდე სარკე. იქვე დავაყენე და სახლამდე ბევრად უკეთ მოვედი. მერე აღმოვაჩინე, რომ ველოსიპედი რთულად შესამჩნევი ტრანსპორტია. დავაყენე წინა და უკანა მოციმციმე განათება და რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. მანქანები ისე ახლოს აღარ ჩამიქროლებდნენ ხოლმე და გზასაც მითმობდნენ. კარის ცხვირწინ უცაბედმა გაღებებმაც იკლო. მერე დავაყენე მოხვევის მანიშნებლები და აღმოჩნდა, რომ სულაც არაა თბილისში მოძრაობა რთული და მანქანის მძღოლები მანამდრ კი არ მტრობდნენ, უბრალოდ ვერ მამჩნევდნენ დროულად და არ იცოდნენ რა მიმართულებით ვაპირებდი მოძრაობას და ეს იწვევდა საავარიო სიტუაციებს. მერე გადავაკეთე ელექტროდ და უკვე შუქნიშნიდანაც მანქანაზე სწრაფად ვიძრები. ბევრად იოლი და უსაფრთხო გახდა მანქანებთან ერთად მოძრაობა. ჩემი აზრით პრობლემა ისაა, რომ ველოსიპედით, თვითგორიათი ადამიანი მანქანებს შორის მოძრაობს, მაგრამ ძირითადად იქცევა ქვეითივით და ბევრ პრობლემებს ქმნის სხვისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. როგორცკი ტრანსპორტის ლოგიკით და წესებით დავიწყე მოძრაობა, ეგრევე ყველაფერი დალაგდა მეტნაკლებად. ეხლა აღარაა საშინელი და ადრინდელივით სახიფათო. ვიდეოდან გაიგებთ მოძრაობის წესების ძირითად პუნქტებს, რომლებიც ველოსიპედით ქალაქში მოძრაობას ეხება. ასევე საკუთარი გამოცდილებიდან გაგიზიარებთ რა შემთხვევაში როგორ ჯობს თბილისში ველოსიპედით მოძრაობა. 
მოძრაობის წესები ველოსიპედისთვის: https://mobilisinmobilige.blogspot.com/2018/12/blog-post_17.html
როგორ გამოვიყენოთ ველოსიპედის სიჩქარეები სწორად და გავიადვილოთ აღმართებზე ასვლა ➜ https://youtu.be/QcmbDrA-5YM 
 © ველობლოგი
 დონაცია ➜ https://www.kisa.ge/donate/veloblogi Blog ➜ https://mobilisinmobilige.blogspot.com/
 facebook ➜ https://www.facebook.com/mobilisinmobilige #ველობლოგი #cycling

The TRUTH of SAHARA - Bikepacking across Africa | By: NomadsTrails