სანამ ველოსიპედით ქუჩაში მოძრაობას დავიწყებდეთ, სასურველია ვიცოდეთ მოძრაობის წესები.
საქართველოს ტერიტორიაზე ველოსიპედით მოძრაობას არეგულირებს საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ. ველოსიპედისტებისთვის საინტერესო წესების დიდი ნაწილი ამ კანონის 43-ე მუხლშია თავმოყრილი, თუმცა არის სხვა მნიშვნელოვანი მუხლებიც. ზოგადად, სასურველი იქნება თუ კანონს სრულად გავეცნობით. სასიცოცხლოდ აუცილებელია ვიცოდეთ როგორ რეგულირდება სხვადასხვა სუბიექტების მოძრაობა გზაზე.
გვახსოვდეს!!! ველოსიპედისტი გზაზე ყველაზე დაუცველია. ქვეითზე დაუცველიც კი. ამიტომაც, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ველოსიპედით მოძრაობისას.
თუ გვეცოდინება ვის რა უფლებები და რა შემთხვევაში როგორი უპირატესობები აქვს გზაზე, გაცილებით გაგვიიოლდება გადაადგილება.
მიუხედავად ბევრი პრობლემისა, თბილისში და საქართველოში ველოსიპედით მოძრაობა არაა განსაკუთრებულად რთული ან შეუძლებელი. წესების ცოდნა, ყურადღება, სწრაფი რეაქცია, გამოცდილება აიოლებს და შედარებით უსაფრთხოს ხდის მოძრაობას.
სანამ კონკრეტულად 43-ე და სხვა მუხლებს გაეცნობოდეთ, გადავხედოთ კანონში გამოყენებულ ტერმინებს:
კანონში გამოყენებული ტერმინები:
"22. ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს.
23. ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან.
24. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი − გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც განკუთვნილია ველოსიპედით მოძრაობისათვის. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გრძივი საგზაო მონიშვნითაა გამოყოფილი.
28. კიდულძრავიანი ველოსიპედი − ორ - ან სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია შიგაწვის ძრავით, რომლის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე − 45 კმ/სთ-ს და რომელსაც აქვს ველოსიპედისთვის დამახასიათებელი თვისებები, კერძოდ, სატერფულების
ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს."
29. კონსტრუქციული სიჩქარე − ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე.
42. მოპედი – ორ - ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს. მოპედთან გათანაბრებულია კიდულძრავიანი ველოსიპედი და მსუბუქი კვადროციკლი.
87. ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას, ციგას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ანდა სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდება."
ასევე საინტერესოა რამდენიმე მუხლი, რომელშიც საუბარია ველოსიპედისტის და სხვა სუბიექტების ურთიერთობაზე:
მუხლი 20. საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგიერთი უფლება-მოვალეობა:
"6. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლის მხარეს სატრანსპორტო საშუალების კარი არ უნდა იყოს გაღებული მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით. გზის სავალი ნაწილის მხარეს ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს."
მუხლი 21. მძღოლის ზოგადი მოვალეობები:
"6. მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები. მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლ-ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს."
"11. მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს."
მუხლი 24. ქვეითთა მოძრაობასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
"4. ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ქვეითს შეუძლია გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე. თუ არსებობს ველობილიკი და მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა, ქვეითს უფლება აქვს, გადაადგილდეს მასზე, თუმცა მან არ უნდა გაართულოს ველოსიპედებისა
და მოპედების მოძრაობა."
"5. დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე.
მოძრაობის უსაფრთხოების უზუნველსაყოფად, კერძოდ, ცუდი ხილვადობის პირობებში ან სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის მაღალი ინტენსივობის შემთხვევაში ქვეითებმა (გარდა მსვლელობით სიარულის შემთხვევებისა), რომლებიც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობენ, შეძლებისდაგვარად ერთ მწკრივად უნდა იმოძრაონ."
"6. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეითი გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებისას უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს."
მუხლი 29. შუქნიშანი:
"1. შუქნიშანი გამოიყენება გზაზე საგზაო მოძრაობის ფერადი მაშუქი სიგნალებით რეგულირებისათვის, აგრეთვე გზის სახიფათო მონაკვეთის აღნიშვნისათვის. შუქნიშანზე გამოიყენება წითელი, ყვითელი (ან მოყვითალო), მწვანე ან თეთრი მაშუქი სიგნალები. დანიშნულების მიხედვით შუქნიშნებს შეიძლება ჰქონდეს ერთი, ორი, სამი ან ოთხი ფერადი მაშუქი სიგნალი; ამასთანავე, ფერადი მაშუქი სიგნალების განლაგება შეიძლება იყოს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ან „T“-სებური ფორმის. შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებზე დამატებით შეიძლება გამოსახული იყოს ისარი/ისრები, ქვეითის სილუეტი ან ველოსიპედის (ველოსიპედისტის) კონტური. წითელი, ყვითელი და მწვანე მაშუქი სიგნალების მოქმედების დარჩენილი დროის (წამების) შესახებ საგზაო მოძრაობის მონაწილეების დამატებითი ინფორმირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ციფრობრივი ელექტრონული დაფა. გზის სავალ ნაწილზე გადასვლის შესაძლებლობის შესახებ უსინათლო ქვეითის ინფორმირებისათვის ქვეითთა შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს შეიძლება დაემატოს ხმოვანი სიგნალი. შუქნიშანზე ხმოვანი სიგნალის არსებობის შემთხვევაში წყვეტილი ხმოვანი სიგნალი ქვეითს ამცნობს შუქნიშნის წითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის შესახებ და მოძრაობას კრძალავს, ხოლო უწყვეტი ხმოვანი სიგნალი მას ამცნობს შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის შესახებ და მოძრაობის ნებას რთავს.
2. შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) წითელი მაშუქი სიგნალი ან წითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას; ბ) ერთობლივად ჩართული წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალები კრძალავს მოძრაობას და იტყობინება მწვანე მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი ჩართვის შესახებ; გ) ყვითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და იტყობინება მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი შეცვლის შესახებ; დ) ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და იტყობინება არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ; ე) მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას; ვ) მწვანე მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ მისი მოქმედების დრო იწურება და მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი.
3. გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად განლაგებული სამი მრგვალი ფერადი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი. ვერტიკალურად განლაგებული ფერადი მაშუქი სიგნალების მქონე შუქნიშანზე ფერადი მაშუქი სიგნალები განლაგებულია შემდეგი თანამიმდევრობით: ზევით − წითელი, შუაში − ყვითელი, ქვევით − მწვანე; ამასთანავე, შუქნიშანს მწვანე მაშუქი სიგნალის დონეზე მარჯვნიდან ან/და მარცხნიდან შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ორი დამატებითი სექცია ისრის/ისრების გამოსახულების მქონე მწვანე მაშუქი სიგნალის სახით. ჰორიზონტალურად განლაგებული ფერადი მაშუქი სიგნალების მქონე შუქნიშანზე ფერადი მაშუქი სიგნალები განლაგებულია შემდეგი თანამიმდევრობით: მარჯვნივ − წითელი, შუაში − ყვითელი, მარცხნივ − მწვანე; ამასთანავე, შუქნიშანს მარჯვნიდან ან/და მარცხნიდან შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ორი დამატებითი სექცია ისრის/ისრების გამოსახულების მქონე მწვანე მაშუქი სიგნალის სახით. თუ შუქნიშნები გზის სავალი ნაწილის თანმხვედრი მიმართულების მხარეს არსებული თითოეული მოძრაობის ზოლის ზევითაა განლაგებული, თითოეული შუქნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ მოძრაობის ზოლზე, რომლის ზემოთაც არის იგი.
4. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის გზის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშანი წითელი X ნიშნის მაშუქი სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალი და ისარი შესაბამისად იმ ზოლზე მოძრაობას კრძალავს ან იმ ზოლზე მოძრაობის ნებას რთავს, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად ფერად მაშუქ სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილი ისრის მქონე ყვითელი ან თეთრი მაშუქი სიგნალი, რომლის ჩართვა იტყობინება ფერადი მაშუქი სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის ვალდებულების შესახებ. ორივე მხრიდან 1.9 საგზაო მონიშვნით აღნიშნული ზოლის ზემოთ მდებარე გამორთული რევერსული შუქნიშანი კრძალავს ამ ზოლზე გასვლას.
5. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი, რომელთაგან მარცხენა მარცხნივ მოძრაობის უფლებას იძლევა, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი − მარჯვნივ. თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი, მოძრაობა აკრძალულია.
6. ქვეითისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება ვერტიკალურად განლაგებული ორი მრგვალი ფერადი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი. ფერადი მაშუქი სიგნალები განლაგებულია შემდეგი თანამიმდევრობით: ზევით − წითელი, ქვევით − მწვანე. გადასასვლელზე ამ ტიპის შუქნიშნის არარსებობის შემთხვევაში ქვეითმა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლმა უნდა იხელმძღვანელონ სატრანსპორტო შუქნიშნით. ამასთანავე, მათ მოძრაობის უფლება ეძლევათ მხოლოდ მაშინ, როცა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია.
7. ველობილიკსა და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მოძრავმა ველოსიპედისტმა, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებმა ამ გზის სავალ ნაწილთან გადაკვეთაზე უნდა იხელმძღვანელონ ველოსიპედის მოძრაობის რეგულირებისათვის განკუთვნილი შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალებით. ველოსიპედის მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება ვერტიკალურად განლაგებული ორი ან სამი მრგვალი ფერადი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი. ფერადი მაშუქი სიგნალები განლაგებულია შემდეგი თანამიმდევრობით: ზევით − წითელი, შუაში − ყვითელი (მისი არსებობის შემთხვევაში), ქვევით − მწვანე. ველოსიპედისტის მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემცირებული ზომის მრგვალსიგნალიანი შუქნიშანი სწორკუთხოვანი (200X200 მმ) თეთრი დამატებითი დაფით, რომელზედაც აღბეჭდილია შავი ველოსიპედის გამოსახულება. გზის სავალ ნაწილთან გადაკვეთაზე ამ ტიპების შუქნიშნების არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულმა საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ ქვეითისათვის ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.
8. რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ ფერადი მაშუქი სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).
9. რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის წითელ მოციმციმე მაშუქ სიგნალთან ერთად შეიძლება მიცემულ იქნეს ხმოვანი სიგნალი, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეებს დამატებით ამცნობს რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ.
10. მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.
11. შუქნიშნის ძირითად მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახული კონტურის ისარი/ისრები მძღოლს ამცნობს შუქნიშანზე დამატებითი სექციის შესაძლო არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციის ფერადი მაშუქი სიგნალისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართული მიმართულებების შესახებ.
12. საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, შეასრულონ შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალის მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს.
13. შუქნიშნის (რევერსულის გარდა) ამკრძალავი მაშუქი სიგნალის დროს მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან (ან 7.16 საგზაო ნიშანთან), ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში: ა) გზაჯვარედინზე − გადასაკვეთი გზის სავალი ნაწილის წინ (ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად), ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება ქვეითს; ბ) რკინიგზის გადასასვლელის წინ – ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; გ) სხვა ადგილას – შუქნიშნის ან მარეგულირებლის წინ, ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება იმ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, რომლებსაც მიეცათ მოძრაობის უფლება.
14. მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც ამკრძალავი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე."

მუხლი 30. მარეგულირებელი და მისი სიგნალები:
1. მარეგულირებელი საგზაო მოძრაობას არეგულირებს იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგზაო მოძრაობის რეგულირება უნდა განხორციელდეს შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნების ან/და საგზაო მონიშვნების (ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − საგზაო მოძრაობისათვის დადგენილი წესების) მოთხოვნებისაგან განსხვავებულად, ან არსებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების საშუალებები ვერ უზრუნველყოფს დროის გარკვეულ მონაკვეთში საგზაო მოძრაობის ნორმალურ დინებას, ან საგზაო მოძრაობისას დაბრკოლებების ან საცობების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
2. მარეგულირებელი საკმაო მანძილიდანაც კარგად ხილვადი და გასარჩევი უნდა იყოს როგორც დღისით, ისე ღამით. მარეგულირებლის სიგნალები კარგად უნდა ჩანდეს და საგზაო მოძრაობის მონაწილეებისთვის ერთმნიშვნელოვნად გასაგები უნდა იყოს. მარეგულირებელმა სიგნალი უნდა მისცეს დროულად, რათა მძღოლმა უეცარი მანევრით ან სიჩქარის სწრაფი შეცვლით არ შექმნას საფრთხე ან/და არ შეაფერხოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მოძრაობა.
3. საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ/განახორციელოს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო კოლონების გადაადგილებისას; ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას; გ) მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში, − სამაშველო სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად; დ) სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა − სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევისას; ე) ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა (თანმხლებმა) − ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ვ) რკინიგზის თანამშრომლებმა − რკინიგზის გადასასვლელზე; ზ) საბორნე გადაზიდვის ორგანიზატორებმა − ნავსადგურში; თ) გზის მესაკუთრემ ან სხვა პირებმა, რომლებიც უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ დანიშნული არიან საგზაო მოძრაობის დროებით მარეგულირებლად, − საგზაო სამუშაოების შესრულებისას, ან შეთანხმებული ღონისძიების ჩატარების დროს, ან საგზაო მოძრაობის სხვა შეფერხების შემთხვევაში, ან გზის დროებით ჩაკეტვის დროს; ი) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების ან სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ტვირთის გამცილებელმა პირებმა − საგზაო მოძრაობის შეფერხების ან საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
4. საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულონ საგზაო მოძრაობის მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნების, საგზაო მონიშვნებისა და საგზაო მოძრაობის სხვა წესების მოთხოვნებს.
5. მარეგულირებლის სიგნალებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ზემოთ აწეული ერთი ხელი − ეს ჟესტი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ნიშნავს „ყურადღება, სდექ“ სიგნალს, გარდა იმ მძღოლებისა, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საკმაო უსაფრთხოების პირობების დაცვით. გარდა ამისა, თუ ეს სიგნალი მიცემულია გზაჯვარედინზე, მძღოლს, რომელიც უკვე შესულია გზაჯვარედინზე, შეუძლია განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე; ბ) განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე; გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგის უკან; დ) წითელი სინათლის მოძრაობა − ეს სიგნალი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის, რომელთა მხარესაც მიმართულია ეს სინათლე, ნიშნავს „სდექ“ სიგნალს.
6. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სიგნალებისა, მარეგულირებელს უფლება აქვს, ხელების საშუალებით მისცეს მძღოლებსა და ქვეითებს მათთვის გასაგები სხვა სიგნალებიც.
7. მძღოლი, რომელსაც მარეგულირებელმა სიგნალის მიცემით აუკრძალა მოძრაობა, ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან (ან 7.16 საგზაო ნიშანთან), ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში: ა) გზაჯვარედინზე − გადასაკვეთი სავალი ნაწილის წინ (ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად), ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება ქვეითს; ბ) რკინიგზის გადასასვლელის წინ − ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; გ) სხვა ადგილას − შუქნიშნის ან მარეგულირებლის წინ, ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება იმ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, რომელთაც მიეცათ მოძრაობის უფლება.
8. თუ მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობით ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით, მძღოლი უნდა გაჩერდეს მარეგულირებლის მიერ მითითებულ ადგილზე.
9. მარეგულირებელი სიგნალს აძლევს: ა) შავი და თეთრი ზოლების მქონე ხელკეტით; ბ) შუქამრეკლი წითელი დისკით; გ) დისკით, რომელზედაც გამოსახულია საგზაო ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“; დ) ხელით; ე) წითელი ან ყვითელი ალმით; ვ) წითელი სინათლის მოძრაობით.
10. მარეგულირებლის მიერ სასტვენით მიცემული დამატებითი სიგნალი გამიზნულია საგზაო მოძრაობის მონაწილეების ყურადღების მისაპყრობად."

მუხლი 31. სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება:
"4. გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, აგრეთვე ველოსიპედის ან სხვა უძრავო სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს, მათთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის ან ბილიკის არარსებობის შემთხვევაში, შეუძლიათ ისარგებლონ მოძრაობის მიმართულებით არსებული ნებისმიერი ამისთვის ვარგისი გზისპირით, თუ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს."
"18. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გვერდულაზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, ველობილიკზე, ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე. მოძრაობის უსაფრთხოების ზომების დაცვით ნებადართულია უშუალოდ გვერდულასთან, ველოსიპედის მოძრაობის ზოლთან, ველობილიკთან, ტროტუართან და ქვეითთა ბილიკთან განლაგებულ საწარმოსა და ობიექტთან ტვირთის მიმტანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უმოკლესი გზით მიდგომა, თუ ამისათვის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება საგზაო-საექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებებზე."
"19. იმ სავალ ნაწილზე, რომლის განაპირა მოძრაობის ზოლი/ზოლები ან ველობილიკები განკუთვნილია განსაზღვრული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის, ტერმინი „სავალი ნაწილის კიდე“ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის ნიშნავს დარჩენილი სავალი ნაწილის კიდეს."
მუხლი 32. მოძრაობის დაწყება და მანევრებთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები:
"3. მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის."
მუხლი 34. გასწრება და რიგებში მოძრაობა:
"2. საკმარისი ადგილის არსებობისას ველოსიპედისტსა და მოპედის მძღოლს შეუძლიათ გაჩერებულ ან დაბალი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მარჯვენა მხრიდან შემოუარონ."
"9. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია:
ა) წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა:
ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული მარჯვნიდან ნებადართული გასწრების შემთხვევისა;
ა.ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება;
ა.გ) იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად;
ბ) რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით, რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება;
გ) იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან შემოვლას;
დ) გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე;
ე) შეზღუდული ხილვადობის პირობებში საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით;
ვ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარემოების არსებობისას.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები არ ვრცელდება ორთვლიანი ველოსიპედის, მოპედისა და ორთვლიანი უეტლო მოტოციკლის გასწრების შემთხვევებზე."
მუხლი 37. გაჩერება და დგომა:
1. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა აკრძალულია ველობილიკზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლზე, ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე (თუ არ არის 7.4 საგზაო ნიშანი და შესაბამისი საგზაო მონიშვნა) ან გზისპირზე.

4. სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს.
6. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება:
ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს;
მუხლი 38. ავტომაგისტრალი და სხვა მსგავსი გზა:
1. ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე: ა) აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილის (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობს უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად);

მუხლი 43. ველოსიპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, მოპედისა და მოტოციკლის მძღოლებთან დაკავშირებული სპეციალური წესები:
1. გზაზე ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის პირისთვის, ხოლო მოპედის მართვა – 16 წლის ასაკის პირისთვის.
2. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის არსებობისას ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის მიღმა გადაადგილება. ველოსიპედისა და მოპედის გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას.
3. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, ამასთანავე, თუ გზის სავალ ნაწილზე გართულებულია მოძრაობა, დასაშვებია ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ არ შეფერხდება ქვეითთა მოძრაობა. აკრძალულია მოპედით ტროტუარზე მოძრაობა.
4. ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებისათვის დასაშვებია კოლონად გადაადგილება. ველოსიპედებისა და მოპედების კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ისინი უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 ერთეულისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი.
5. ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ მარცხნივ მოხვევა ან გზაზე მობრუნება იქ, სადაც ტრამვაის ლიანდაგია, აგრეთვე იმ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ერთზე მეტი ზოლია.
6. გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებმა გზა უნდა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს.
7. ველოსიპედის, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ. აკრძალულია ველოსიპედის, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის ბუქსირება, ან აღნიშნული ტრანსპორტით სხვა სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ან იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტების გარეთ სიგანეზე ან სიგრძეზე 0,5 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ან ისეთი საგნის გადატანა/მიწოლა, რომელსაც შეუძლია მძღოლს ხელი შეუშალოს მართვაში ან საფრთხე შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ეს წესი გამოიყენება მოტოციკლის მძღოლის მიმართ, მაგრამ, ამასთანავე, მას ორივე ხელით უნდა ეჭიროს საჭე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აუცილებელია, ხელით მისცეს ამ კანონით განსაზღვრული მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალები.
8. დასაშვებია ველოსიპედით, მოპედით, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავითა და უეტლო მოტოციკლით იმ მისაბმელის ბუქსირება, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ ტრანსპორტთან ერთად ექსპლუატაციისათვის.
9. ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ მგზავრის გადაყვანა (გარდა 7 წლამდე ბავშვისა, თუ აღნიშნული ტრანსპორტი საიმედო საფეხურებითა და დამატებითი დასაჯდომითაა აღჭურვილი). მოტოციკლის მძღოლს მგზავრის გადაყვანა შეუძლია მხოლოდ ეტლით (თუ ასეთი არსებობს) ან/და მძღოლის უკან მოწყობილი დამატებითი დასაჯდომით. აკრძალულია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით მგზავრის გადაყვანა.
10. გადაადგილებისას მოტოციკლისა და მოპედის მძღოლებმა, აგრეთვე მათმა მგზავრებმა მოტოჩაფხუტები უნდა გამოიყენონ.
11. ველოსიპედს უნდა ჰქონდეს გამართული მუხრუჭი, საჭე და ხმოვანი სიგნალი. ის უნდა აღიჭურვოს: წინ – შუქამრეკლითა და თეთრი ფარნით ან ფარით (დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისათვის), უკან – შუქამრეკლით ან წითელი ფარით, ორივე გვერდითი მხრიდან – ნარინჯისფერი ან წითელი შუქამრეკლით.
12. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით მოძრაობა დასაშვებია გვერდულაზე, ტროტუარზე, ქვეითთა ბილიკზე, ქვეითთა ზონაში, საცხოვრებელ ზონაში, ველობილიკსა და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე. იმ ადგილას, სადაც ქვეითები მოძრაობენ, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით მოძრავმა გზა უნდა დაუთმოს ქვეითებს, არ უნდა შეაფერხოს ისინი და საფრთხე არ უნდა შეუქმნას მათ მოძრაობას.
13. იმ ადგილას, სადაც ქვეითები მოძრაობენ, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მართებული სიახლოვითა და ქვეითის ჩვეულებრივი სიჩქარით (5 კმ/სთ-ით). ქვეითთა არარსებობის შემთხვევაში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 20 კმ/სთ-ს.
14. გვერდულას, ტროტუარის, ქვეითთა ბილიკის, ველობილიკისა და ველოსიპედის მოძრაობის ზოლის არარსებობის ელექტროთვითმგორავით გზის სავალი ნაწილის კიდესთან მოძრაობა, თუ მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს ველოსიპედითა და მოპედით გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის წესებით.
15. არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე, აგრეთვე სავალ ნაწილზე არსებული იმ ადგილის გადაკვეთისას, რომელიც შესაბამისი საგზაო ნიშნით ან ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნით არ არის აღნიშნული, როგორც გადასასვლელი, ველოსიპედის, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს აქვთ: ა) ვალდებულება, გზა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) უპირატესობა იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც ამ სავალ ნაწილზე შესასვლელად მოხვევის მანევრს ასრულებენ.

მუხლი 44. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში მოქმედი სპეციალური წესები:
1. შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონაში: ა) ქვეითს შეუძლია გადაადგილდეს გზის მთელ სიგანეზე; ნებადართულია ბავშვების თამაში; ბ) მძღოლი უნდა გადაადგილდეს არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით; გ) მძღოლმა ქვეითს არ უნდა შეუქმნას საფრთხე და არ უნდა შეზღუდოს მისი გადაადგილება. აუცილებლობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება; დ) ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა; ე) საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს; ვ) აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დგომა სპეციალურად გამოყოფილი და საგზაო ნიშნებით ან/და მონიშვნებით აღნიშნული ადგილების გარეთ.
2. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
4. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ეზოს ტერიტორიაზედაც.

No comments:
Post a Comment