როგორ დავიცვათ ველოსიპედი ქურდობისგან


წელიწადში ოფიციალურად 200 მილიონზე მეტი ველოსიპედის მოპარვის შემთხვევა ფიქსირდება როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებში. ველოსიპედი მსუბუქია, ძალიან იოლად მოსაპარი და რთულად მოსაძებნი. ამიტომაც საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. 
  • არასოდეს, არსად არ დატოვოთ ხანგრძლივი დროით თქვენი მეთვალყურეობის გარეშე;
  • სადგომზე ან სხვა ხალხმრავალ ადგილზე ხანგრძლივი დროით დატოვების შემთხვევაში აუცილებლად დააბით საიმედოდ;
  • დასაბმელად გამოიყენეთ მხოლოდ ჯაჭვი ან ბოქლომი და არავითარ შემთხვევაში - ტროსი. ტროსის გადაჭრას არაუმეტეს 10 წამი სჭირდება და იოლად გადაჭრის არასრულწლოვანი მოზარდიც კი;
  • მასიური ბოქლომი ყველაზე საიმედო დაცვის საშუალებაა არსებულებს შორის, თუმცა საკმაოდ ძვირია, მძიმეა და რთულია სატარებლად;
  • ჯაჭვი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. ჯაჭვის გადაჭრას დიდი დრო და ბევრი ხმაური სჭირდება; მსუბუქია; დრეკადია; იოლია შენახვა, ტრანსპორტირება; მეტი მოქნილობის წყალობით უფრო მოსახერხებელია ველოსიპედის მიბმა ბოძთან. 
  • სასურველია შეიძინოთ ორი ჯაჭვი იმისათვის, რომ ორივე ბორბალი და ჩარჩო იყოს დაცული ქურდობისგან;
  • ხანგრძლივი დროით ველოსიპედის ხალხმრავალ ადგილზე დატოვების შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ დახსნათ და შეინახოთ ყველა იოლად მოსახსნელი აქსესუარი, მაგალითად: ფანარი, ციმციმა, სარკე, ტუმბო (ნასოსი), სკამი და ა.შ.
თქვენთვის მოვამზადე ამაზონზე საინტერესო აქსესუარების და აპარატების ჩამონათვალი:   ➜ https://www.amazon.com/shop/aragviani თუმცა, პირველ რიგში ჯობს შეიაროთ ქართულ მაღაზიებში იმიტომ, რომ ბევრი რამ ქართულ მაღაზიებში უფრო იაფია, ვიდრე ამაზონზე. რაც არ არის ქართულ ველომაღაზიებში, ან ძვირია,   შესაძლებელია გამოიწეროთ ამაზონიდან. დრო რომ დაზოგოთ, რამდენიმე ბოქლომი და ჯაჭვი ამავე სტატიაში ჩავსვი:

წარმატებას გისურვებთ! 

2 comments:

  1. ძალიან კარგი. იქნებ ველოსიპედის საბარგულზეც გადაიღო და გვირჩიო, როგორი და რა სჯობს მცირე ბარგის გადასატანად.

    ReplyDelete
  2. გადავიღებ აუცილებლად :)

    ReplyDelete