ველოსიპედისტს, ქალაქში მანევრირებისას ხელით უწევს მძღოლებისთვის მინიშნება, თუ საით აპირებს მოხვევას. საჭესთვის თუნდაც ცალი ხელის გაშვება ყველასთვის და ყოველთვის არაა ხელსაყრელი. ბაზარზე უამრავი მოხვევის მანიშნებლებია. რამდენიმე გამოვცადე და მათ შორის ეს მოდელი გამოდგა ჩემთვის ყველაზე უკეთესი.
რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი:
✅ კომბინირებულია. მოიცავს მოხვევის მანიშნებლებს, უკანა ციმციმას და გაბარიტების ლაზერულ მანათობელს;
✅ სხვა მოხვევის მანიშნებლებისგან განსხვავებით მკვეთრი და კაშკაშა ნათების წყალობით დღისითაც შესამჩნევია რომელი მიმართულება ანთია. არ მოგიწევთ ხელის ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ გაშვერა მოხვევის დროს;
✅ უკაბელო, 2,4 ghz სიხშირის გადამცემის წყალობით არ ამახინჯებს ველოსიპედს სადენებით;
✅ ლაზერული გაბარიტული მანიშნებლები ღამით მთელ სიგრძეზე გასდევს ველოსიპედს ორივე მხარეს და ასფალტზე ანიშნებს მანქანის მძღოლებს გვერდის ასაქცევად უსაფრთხო დისტანციას;
✅ არ სჭირდება ელემენტები. იტენება USB კაბელის საშუალებით;
✅ მართვის პულტი იოლად მაგრდება საჭეზე და ასევე იოლად იმართება ფუნქციები;
✅ თუ მოხვევის მანიშნებლის გამორთვა დაგავიწყდათ მანევრის დასრულების შემდეგ, ავტომატურად თიშავს 15-20 წამში რომ არ დააბნიოთ თქვენს უკან მომავალი მძღოლები ტყუილად ჩართული მოხვევის მანიშნებლით;
✅ არაა მონოლითური. საჭიროების შემთხვევაში იოლად იშლება და იწყობა.
ვინც ქალაქში ყოველდღე მოძრაობთ ველოსიპედით, ძალიან საჭირო ნივთია.
ვინც ქალაქში ყოველდღე მოძრაობთ ველოსიპედით, ძალიან საჭირო ნივთია.
ამაზონზე ასევე ვნახე მოხვევის მანიშნებლების სხვა მოდელებიც, რომლებიც ჩემი აზრით ძალიან კარგი უნდა იყოს და გამოადგება მათაც, ვისაც არ უყვარს ველოსიპედის დამატებითი აქსესუარებით დატვირთვა. მაგალითად, ერთი მოდელი ველოხელთათმანებშია ჩამონტაჟებული. ბმულების ნახვა შეგიძლიათ ვიდეოს ქვემოთ:
No comments:
Post a Comment