როგორ გამოვიყენოთ ველოსიპედის სიჩქარეები სწორად

ხშირად ამბობენ: - "თბილისი მთაგორიანი ქალაქია და აქ ველოსიპედის ტრანსპორტად გამოყენება შეუძლებელია".

რასაც ვაკვირდები ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამას ძირითადად ის ხალხი ამბობს, ვინც ან საერთოდ არ მჯდარა ველოსიპედზე, ან "დესნა დვას" დროინდელი ბავშვობის მერე არ მჯდარა, ან ჰყავს თანამედროვე ველოსიპედი, მაგრამ წარმოდგენა არა აქვს როგორ უნდა გამოიყენოს ველოსიპედის "სიჩქარეები".

 მე რომ ვიყიდე ახალი ველოსიპედი, მეც არ ვიცოდი და როგორც მანქანის სიჩქარეებს ისე ვიყენებდი - როცა გამიჭირდებოდა პედლების ტრიალი, მაშინ ვრთავდი უფრო დაბალ სიჩქარეში. შედეგად მალე ვიღლებოდი - ადამიანის კუნთები ძრავისგან განსხვავებით დატვირთვაზე მუშაობისას იღლება და ენერგიაც ქრება.

მალევე მივხვდი, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებდი. დავიწყე გარკვევა და აღმოვაჩინე, რომ დაბალ სიჩქარეში უნდა გადართო აღმართზე ასვლის დასაწყისშივე და უნდა შეარჩიო ისეთი კომბინაცია, როცა პედალს ძალის დატანების გარეშე ატრიალებ როგორი აღმართიც არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში იმდენივე ენერგია გეხარჯება, როგორც სწორ გზაზე მოძრაობისას და ნებისმიერი სიგრძის აღმართს იოლად დაძლევ. დანარჩენი ვიდეოშია. ნახეთ.

დარწმუნებული ვარ სულ სხვანაირად შეხედავთ აღმართებს სიჩქარეების სწორად  გამოყენების მერე.
 

No comments:

Post a Comment